ზურა გაფრინდაშვილს
იცი, მიხარია, მარტო რომ დამტოვეს, ალბათ ისევ მინდა, სულში მძაფრად თოვდეს... ძმაო, მიხარია, ახლა ჩემთან რომ ხარ, მაგრამ დამერწმუნე, მე მაინც მარტო ვარ... ძმაო, სიყვარული და შენი ზნეობა, ვაჟკაც სულში რომ გაქვს, მუდამ სითბოს მგვრიდა. შენი სული მიყვარს და შენი მხნეობა; ჭიქა ავწიოთ და ვლოცოთ სუფრა წმინდა! მაგრამ თავს მარტოდ ვგრძობ, თუნდაც შენთან დავთვრე, ალბათ ამისთვის ვარ ქვეყნად გაჩენილი... ზოგჯერ ისე მიყვარს ჩემი სიმარტოვე, მგონი უცნაურად ცოტა გეჩვენები. ცოტას ვეჩვენები შენსავით, ძმაკაცო, ჩვენი სიყვარული მჯერა მუდმივია... ალბათ მსაყვედურობ, არ მსურს, რომ არ გაქო! ესეც მაპატიე, ჩვენ ხომ ძმები გვქვია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი