აბეზარი ზღვა


ფიქრის ზღვა ახლა მეტად ადიდდა,
ქარმა დამტოვა მე მასთან მარტო...
ეს ზღვა სევდიან ნატვრად გაწვიმდა,
მან მიმახვედრა, რომ ისევ ვნატრობ.

ვნატრობ სიხარულს, რომ იყოს ჩემთან
და სიო გულში ნაზად ჩაღვაროს;
ვნატრობ იმასაც, რომ ვიყო ღმერთთან,
მისი სიღრმიდან ვცნობდე სამყაროს.

ეს გული ახლა ქცეულა ნატვრად,
საწყალო გულო, ნეტავ რა გველის?
ოცნებას ხელი ჩავჭიდე მაგრად,
ნეტავ სიბრძნე ვქმენ, თუ შხამი გველის?

არ ვიცი, ზღვაო, გეყოს ეს ღელვა,
დაცხრი, დამშვიდდი, თავი მანებე!
სულის სიბნელეს შთანთქამს ცის ელვა,
ძალნი ცათანი შენ განანებენ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი