თავისუფლების ფიალა


როგორი მძიმეა კაცის ეს ბუნება,
ცოდვებით გატენილ მძიმე ტვირთს წააგავს!
ძლიერი ქარივით, ხმაურობს ცდუნება,
ცდილობს, პიროვნებას მისი ზნე წაართვას.

გული თუ სუფთა გაქვს, ფიქრები - ნათელი,
თუ ხორცმა მცირედი ულუფა იკმარა,
ვერ მოგეკარება ეშმაკის სანთელი
და სულის სიღრმიდან გაქრება იარა.

მაგრამ რით გაქრება სულიდან იარა,
თუ ხორცის განზრახვამ ნებაზე იარა?
როგორღაც დაძლიე ბუნება, თქვი: ,,არა!"
და თავისუფლების შესვი ეს ფიალა!

სიტყვებით მღერიან, სიტყვებით სწავლობენ,
სიტყვები ფიქრებად სულებში ხდებიან.
თავისუფლებისთვის, ვით გედნი, გალობენ
და მათი ფიქრები სადღაც სულ რჩებიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი