იდუმალი ელენე
ხატავს უფუნჯოდ, ხატავს გულში, ხატავს ფიქრებში ქალი უმანკო, ქალი უფრთო, ქალი ფიფქება; სადღაც შორს ჩემგან, მიუსვლელში, მარად სიზმრებში, ხატავს, როდესაც ფიქრიანი ქარი იწყება. ხატავს იდუმალს იდუმალი ქალი ელენე; ძველი ყოფისგან გამოძერწავს სრულიად ახალს. ელენე, სად ხარ? წარმოსახვას ძლიერ ეძნელე; ამ სტრიქონებს კი მაინც შენი ფერება ახლავს. იმედიანად გადაჰყურებ ნაცნობ ბილიკებს და მათი ცქერით გებადება სულში ფიფქები. ხატავ ერთ მგოსანს, თავად მუზა ხატავ შენს პოეტს, ხატავ და ისევ იდუმალი ხდება ფიქრები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი