სიზმრებში ვხედავ
სიზმრებში ვხედავ წარსულის ქალთა გრძნობებით სავსე უმანკო თვალებს; არ მავიწყდება მე მათი კალთა და ვერ ვიშორებ გრძნობის ამ ალებს. სიზმრებში ვხედავ სიყვარულს მართალს. ხან რომელ ქალთან, ხან რომელ თვალთან გასწორებულა ლტოლვათა მზერა; თანდათან მეტად მინდება მათთან. მზერა სითბოსი და მზერა ჩუმი შუაში მყოფობს ერთმანეთს შორის. ზოგჯერ ვარჩევდი მე ბგერა - დუმილს და გულისცემის მოსმენას ორის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი