პოეტის სული
ვიცი, პირველად არ ხდება ასე, რომ მელანდება ნისლები და მთა... პოეტის სული, სიზმრებით სავსე, პოეტის სული - ზმანება მთვრალთა. ლანდები სულში იწვევენ ბგერებს; ამ ხმებს გარდაქმნის აზრი მუსიკად. პოეტის სული შეიცავს ფერებს; შთაგონების ცა ელვას უცდიდა. იშლება სულში ნისლების მიღმა მუსიკის სივრცე, გედები და ტბა. როცა ბგერების მოვიდა წვიმა, სული გედების სიმღერით დატკბა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი