მისტიკური მზერა
ვარსკვლავებით მოჭედილა ცა და მე კი სადღაც სინანული ვიგრძენ; სულმა მაინც სიხარული სცადა, გულს კი მისი არ სჭირდება სიბრძნე. ვუმზერ ცას და მიხარია თითქოს, იდუმალი სიდიადე მიპყრობს; ეს გული კი მექაჩება სადღაც, ის ხომ ჩემი მკვლელია და დამღაც. ბნელ ქუჩებში ხეტიალი მიჯობს, ვიდრე ვიყო ავყიებში კარგად. ვარსკვლავები მავიწყებენ დღის ომს; მარტო ვარ და - შედარებით წყნარად. მერე რა, თუ დამაკლდება სითბო, მთავარია სული მქონდეს მშვიდად. გული ზოგჯერ მაინც წასვლას ითხოვს, ამიტომაც უნდა ვიყო ფხიზლად. ვარსკვლავები ანათებენ ისევ, მისტიკური ხდება ჩემი მზერა. სული ახლა მაღლა, ცისკენ იწევს, გულისგან კი ისმის მკრთალი ბგერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი