ეს ჩემი გული ელის ქარიშხალს
ეს ჩემი გული ელის ქარიშხალს; არ ეშინია, მიჩვეულია. ცხოვრება ტანჯვად მიჩნეულია... ეგეთი წუთი ბევრი გავიდა. ეს ჩემი ნატვრა უკრავს პიანოს; ზღაპრული სივრცე გადაშლილია. დარდი ბოლომდე გადაყრილია. ედემის ჩაღვრა უყვარს ცის ამბორს. ეგეთი წუთიც ბევრი გავიდა. ჩემი თვალები მეწამულია; ცეცხლის ალები შემართულია... ეს ჩემი გული ელის ქარიშხალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი