წარსულის ქარში
მზიან დარში თუ მსუსხავ ავდარში რისთვის ვირჯები (მაინც მოვკვდები), ან რას მარგებენ მე ეს სტროფები?! ისევ ნელ-ნელა ავადვმყოფდები და ვიარები წარსულის ქარში. სულის ყინვაში და წამის სვლაში კვლავ უსაშველოდ მომეფინებით, წარსულის წამნო, მდორე დინებით და უსიცოცხლო კომედიებით, ჩემთან დარჩებით ოცნების კვლაში.