Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_vbcbhhlmsbvnrgb7f46p2rnntn, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სულის სასმისი - ცოტნე არჩვაძე | პოეზია

სულის სასმისი


ოჰ, ეს განსაცდელი ნეტავ რის ბრალია...
კოშმართა ქაოსში ჩაფლულა ეს სული;
მისი სილამაზე ცხოვრებამ დალია;
მინდა, კვლავ შევავსო; არის ძლიერ რთული.

ეჰ, ეს იმედები რა ძნელად დავტოვე!
როგორ გავიმეტე ოცნება ცეცხლისთვის!..
ამივსეთ სასმისი და მარტო დამტოვეთ!
მინდა, რომ სიცოცხლე გავიღო ღმერთისთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი