ჩემი სული გაფრინდეს!
ყველაფერი ისევ ისე ყალბია; სიყვარულით ვერ მოვისხამ იმედებს. აქ, სიღრმეში მკვდარი სევდა მარხია, თუ გაცოცხლდა, ძველებურად იელვებს. უნუგეშოდ თუ დამრჩება იმედი, მოვა დრო და ალბათ ისიც მოკვდება. წარსულ დროში ვისეირნე იმდენი; მომავალში ეს ცხოვრება მორჩება. დავიღალე, ყველაფერი მომწყინდა და ლექსებში ვცდილობ, ისევ გავცოცხლდე. სიმშვიდე და თან სიცოცხლე მომინდა, პოეზია - ისეთი, რომ გავოცდე. აქ თუ ისევ ყველაფერი ფარსია, აქ რა მინდა?! ჩემი სული გაფრინდეს! ეს სოფელი გაუვლელი გარსია, ნუ დამტოვებ, შენ გთხოვ, ღმერთო, დამინდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი