მოგონებების ბარელიეფი


აქ შეცვლილია ცა, რელიეფი
და ვარსკვლავები თითქოს ტირიან.
მოგონებების ბარელიეფი,
ამინდს რომ იწვევს ოდნავ წვიმიანს,
სევდიან ზღვაში ითრევს ამ ჩემს სულს...

მე ამ გამოცდას, თითქოს ძალზედ რთულს,
ვერ დავნებდები, მაინც გავივლი;
და ზღვას, ჩემს სულში მძაფრად გადასულს,
ამოვასხამ და ასე გამივლის
ეს ნიაღვარი მელანქოლიის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი