ცალ-ცალკე ერთად


მე დღეს დავკარგე ყველა იმედი,
სატრფომ რომ მომცა.
მის გულის კართან კვლავ ვერ მივედი,
რაღაც გამომრჩა.

და დაუბერავს ფიქრების ქარი, წამში წამიღებს წამების მთაზე,
მე ისევ ისე ვეღარ გავუძლებ და მივეცემი ოცნებებს მასზე.

ეს სიყვარულის მძიმე გამოცდა ყოფილა მხოლოდ.

ჩემი თვალები ისევ ელავენ,
უმზერენ ზეცას.
კვლავ ძველებურად ვრჩებით მე და შენ
ცალ-ცალკე ერთად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი