ქრის


ისევ ელი სხვას;
აღარ გელი მე.
ისევ სველი ხარ;
გუშინ გაგრითმე...

დღეს წამია სხვა,
სიშორე რომ სდევს;
მონატრების ზღვა
მდევს...

ხვალაც იწვიმებს,
ქარიც ატყდება;
აღარ იცვლის ფეხს
ეს მონატრება.

აღარ გჯერა შენ
ჩვენი ერთობის.
ქარი გამაფრენს.
ქრის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი