სალო
ახლა ვარ ცხელ უდაბნოში, გნატრობ, ცივო წყალო, დაუცხრომელ წყურვილთ მკვლელო, მშვენიერო ქალო, მინდა, გითხრა, როგორც დიდ კლდეს, ურყევო და სალო, შენი გული დაადნე და წყაროდ მიძღვენ, სალო. შენ დაგხატა შემოქმედმა, შენ კი ხატავ ქმნილებს... თუმც კაცს ერთი შედევრიც კი ისე არ აგიჟებს, როგორც შენი ტურფა სახე, როგორც შენი ტანი; მე შენს მშვენიერებაში ზეცა შევიცანი. აქ უბერავს ცხელი სიო და იმედებს არხევს, შენი თბილი გაღიმება მე ყოველთვის მაბნევს. მინდა, შენთან ახლოს ვიყო, შევსვა შენგან წყალი; შენ თვით ღმერთმა დაგხატა და ნახატს ჰქვია ,,ქალი".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი