საკურა
ვით ცისფერ კესანებს და მზისფერ საკურებს, შენ სითბოს აპკურებ, როდესაც იღიმი. იმ ზღვისებრ ფერვალებს ცა ისევ მარგუნებს, უწინ რომ მოსავდათ ზღაპრული ინტიმი. აქვს კორიანტელი არიდულ უდაბნოს დამშრალი ფიქრების და სუნთქვა ძნელია. გულს ძლიერ მოუნდა კესანეს უამბოს საკურა, რომელიც ცოტათი სველია. და როგორც გაზაფხულს, ჯერ თვალით არნახულს, ყვავილნარს მოიტანს დამზრალი ფერება. მაკოცო დაქანცულს, შენ მგონი აღარ გსურს და თითქოს სადღაც გძულს ის ყელის ღერება. ოდესღაც დამარხულს, ოცნებას გარდასულს თითქოს კვლავ ვაცოცხლებ, იწყება წამება. შორეულ გაზაფხულს ველი და დაზაფრულს ფიქრები ბურუსის მორევში გამება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი