არ მინდა, მინდა...


არ მინდა, არ მინდა, მინდა,
თან მინდა, მინდა, არ მინდა.
მინდა, წავიდე შორს,
რომ სადღაც გაქრეს დრო.
მინდა, წამი გზად იქცეს,
აღარ ვხედავდე სივრცეს.
გაქრეს დრო, მომშორდეს წარსული,
აწმყო რომ დამეხსნას, ავსული.
მინდა ის, არის ეს. გაფრინდეს!
ფიქრის ზღვა სადღაც რომ წავიდეს,
მინდა და მინდა და მინდა...
პოეტი ჩავიდა სიღრმეში...
რატომ ვარ საერთოდ სივრცეში?!
აღარ მსურს ასეთი ფერები,
მინდა, რომ მათრობდნენ ფერებით.
მინდა, რომ არ ჰგავდეს ქალს
არცერთი საამო სმა.
მინდა, რომ დავლიო სიტყვები
და მთვრალი უკეთ რომ ვიქნები,
მინდა, რომ წავიდე შორს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი