ო, ამ ყველაფერს როგორ განვიცდი!
სიტყვები მოაქვთ უცხო დარაბებს; რისთვის ვარსებობ, ახლაც არ ვიცი. მე ეს დროება დამასამარებს. ო, ამ ყველაფერს როგორ განვიცდი! წამში მორჩება ეს ყველაფერი, უცებ ეს სული გადავა სხვაგან. ჩემი სამარე იქნება სერი; ცრემლს ქარი მიძღვნის, იწვიმებს რადგან. იტირებს ალბათ ვიღაც საფლავთან, ალბათ სისველეს მიწა შეიგრძნობს. ვიქნები ალბათ ღმერთთან, მართალთან და სიმარტოვე აღარ შემიპყრობს. ქვეყანას ვტოვებ, მივდივარ სხვაგან, რა მელოდება, ახლაც არ ვიცი. მე გავცივდები, იწვიმებს რადგან... ო, ამ ყველაფერს როგორ განვიცდი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი