სულის მისტერია
სად არის ეშმაკი, ღმერთს რომ მავიწყებს? სად ცხოვრობს, სად? სად არის მისი ბინა? როდესაც მზაკვრულ ქმედებებს დაიწყებს, სული ბნელდება, გული ლეშდება. გამანადგურა, შემდეგ იცინა. ბედნიერია? არამც და არამც! ის ჩემი სულის პარაზიტია, ჩემს სულს სვამს გამუდმებით, ზოგჯერ იმდენს, რომ აღებინებს. მე სად ვარ ამ დროს? რა თავს ვიტყუებ?! ის ხომ აქ ცხოვრობს, ჩემს შიგნით; მე მას ჭიქას ვუჭახუნებ. ღმერთო, დამიხსენ ბოროტის კლანჭთაგან, თავისუფლება აგემე ჩემს სულს! შენ თვითონ სად ხარ? ალბათ იქ, სადაც ბოროტი სული ვერ იდებს ბინას. მეც იქ მამყოფე! სად არის, სულნო, თქვენი საცხოვრისი? სად მიჩქეფს უცხო მდინარე? აქაა მეტაფიზიკა, ჩემშია ყოველივე: სულის მდინარე - ფიქრები წმინდა, ლეშის მდინარე - ფიქრები ბილწი. კეთილ ფიქრებში შენ მკვიდრობ, ზეარსო, არარაობა არის სხვა ფიქრში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი