ნეტავ სიკვდილი არ იყოს ბოლო


ნეტავ სიკვდილი არ იყოს ბოლო,
ნეტავ ეტაპი აღმოჩნდეს მხოლოდ;
ნეტავ ის იყოს ჭეშმარიტება,
რაც გულით მჯერა, რომ აგვიხდება:
რომ ყოველივე ცხადი გახდება,
რომ აბსურდული აღარ დარჩება,
ლოგოსის შუქი მოიცავს ჩვენს ბნელს
და ახლით შეცვლის საძულველს, იმ ძველს!

ნეტავ სიკვდილი არ იყოს ბოლო,
ნეტავ მის შემდეგ გველოდეს რაღაც,
ნეტავ ეტაპი აღმოჩნდეს მხოლოდ,
გადასასვლელი აქედან სადღაც!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი