Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_5fd7vpptacd3prb4o4ir5bal9b, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
წყვდიადის ნათება - ცოტნე არჩვაძე | პოეზია

წყვდიადის ნათება


მარტოობა განვიცადე; სიზმარს დავუცადე.
უდაბნოში აღმოვჩნდი და მიდის ქარავანი.
ქვიშის ქარი; სიცხე მძაფრი... მაინც მიყვარს ცამდე.
და ხმა ისმის: ,,ელი, ელი, ლამა საბაქთანი?!"

მარტოობა ჯოჯოხეთურ შრეებს დამანახებს.
წყვდიადისკენ მიმავალი სულს ვანათებ ფანარს.
მარტო მყოფი ქრისტე მელის და ის გამანათებს,
ჩემთან ერთად აღარ იტყვის ლამა საბაქთანს.

სიღრმე-სიღრმე ხეტიალი მე მუდამ თან მდევს.
ეს სიმძაფრე დამიჩრდილავს აუხდენელ სურვილს.
ისევ ისე ველოდები ნაცნობ განსაცდელს
და ლოდინი გამიმძაფრებს დაუცხრომელ წყურვილს.

და ყოველთვის თითქოს დამაქვს განცდა, ვიყო მკვდარი.
ეს ცხოვრება გამიელვებს და ვნატრულობ სხვას.
მღვრიე ფიქრში დაუბერავს პოეზიის ქარი
და დახატულს სხვა ფერებში დამანახებს ზღვას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი