დამაქვს ფიქრები
დამაქვს ფიქრები. სადღაც ვიქნები... ისევ ფრინდები, ჩემო მერცხალო? არ მაქვს სიტყვები, დამაქვს ფიქრები; ,,ხვალაც ვიქნები?" - ისევ ვკითხულობ. დამაქვს ფიქრები. აქ ეს კითხვები მეტად ბევრია. სადღაც ვიქნები... მე მამძიმებენ და მაგიჟებენ მოგონებები. მხოლოდ ვნებები იქნებიან და ის ცნებები უმაღლესნი კვლავ დამტოვებენ. როდის იქნები? მე ახლა ვხვდები, თუ როგორ მინდა, კიდევ გიხილო. როგორ ვიქნები? რომ მეკითხები, ,,როგორ ხარ, ცოტნე?", - არ ვიცი, მხოლოდ მინდა, რომ მორჩეს. დამაქვს ფიქრები და მაქვს სიზმრები. რომ ვუფიქრდები, ხვალაც ვიქნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი