ლექსის წერა


ჩემი საყვარელი საქმე არის ლექსის წერა.
თითქოს ყველაფერში მოჩანს ერთი ბედისწერა.
თითქოს სიყვარულში არის რაღაც უფრო ადვილი.
როცა გრძნობით იწერება, ლექსი არის ნამდვილი.

ყველაფერს აქვს რაღაც აზრი, ყველგან არის შედეგი;
განცდებით და იმედებით, მე დავხატე შემდეგი:
სიყვარულში არის ძალა და გესხმება ფრთები,
იმოსები ყვავილებით, ნეტარებით თვრები.

ერთი სიხარული დამაქვს, რომ აღარ ვარ მთვრალი,
გავუსწორე ილუზიას რეალობის თვალი.
ყველაფერში თითქოს მოჩანს ერთი ბედისწერა.
საყვარელი საქმე ჩემთვის არის ლექსის წერა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
სოფი wulukidzeმომღერალი3 თვის წინ

ძალიან მაგარი ლექსია 💓💓💓💓

ცოტნე არჩვაძეპოეტი, ფილოსოფოსი2 თვის წინ

უღრმესი მადლობა, სოფი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი