უნაზესი შედევრი


კვლავ ვწერ ახალ სტრიქონებს, ხელოვნება მიმონებს.
სული ზღაპარს იგონებს, აფერადებს სამყაროს.
ლექსი რას შევადარო, - გულით უნდა ვატარო,
მშვენებამ რომ მახაროს უნაზესი შედევრი.

უნაზესი შედევრი სულში ჩაღვრის ტკბილ ღვინოს.
მინდა, ძლიერ იდინოს სიყვარულის მდინარემ.
ჩემ სამშობლოს წინაშე, მსურს, რომ ვიყო მზის არე,
ვერ ვხედავდე იმ მხარეს, სადაც არის სიკვდილი.

სადაც არის სიკვდილი, იფანტება მშვენება;
ამ სულს ძლიერ ენება, ყოფილიყო ფიფქები.
ისევ წამზე ფიქრები, შიში - ,,აღარ ვიქნები";
უშეშლილეს სიზმრებში სული ზღაპარს იგონებს.

სული ზღაპარს იგონებს, ხელოვნება მიმონებს.
კვლავ ვწერ ახალ სტრიქონებს, ვაფერადებ სამყაროს.
გულით უნდა ვატარო ლექსი, დღე რომ ვადარო,
ლექსი - რას შევადარო? - უნაზესი შედევრი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი