სველი ტუჩების თბილი ქუჩები


სველი ტუჩების თბილი ქუჩები...
ისე ყუჩდები, როგორც არასდროს.
დგანან წუთები ტკბილი. დუნდები;
ვნებას უნდები, უნდა დაგათროს.

მთვრალი სეირნობ გამთბარ ქუჩებში,
და შენს ქუჩებშიც სეირნობს მთვრალი...
ეს - მისტიკური სექსი ტუჩებში,
ეს - რეალური, შემდეგ - გამქრალი...

არის წამები, როცა ალდები, 
როცა დანები ქუჩებს კაწრავენ.
ქუჩები სითბოს ისევ ეძებენ.
ტუჩებს ქარები ვეღარ ნამავენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი