ცოტნე არჩვაძე - ფოტო

ცოტნე არჩვაძე

პოეტი, ფილოსოფოსი

0 21

ტკბილი ზედაშე


ეს ცხოვრებაა საპატიმრო, მე ვარ ტყვედქმნილი.
ჩემი ცხოვრება განსაზღვრულ დროს სეირნობას ჰგავს.
ჩემი სხეული ამ ციხეში არის საკანი;
აქ იმედები ილევიან, იმალებიან.

სულს ისევ ახსოვს იდუმალი ზენა საგანი.
მშვენიერება გამომიჩნდა ფიქრთა წყებაში.
ნეტარი წამი ჰარმონიის, საღვთო სავანის - 
ზიარების ჟამს სულს ნაგემი ტკბილი ზედაშე...
კომენტარები (0)