ცოტნე არჩვაძე - ფოტო

ცოტნე არჩვაძე

პოეტი, ფილოსოფოსი

0 61

დიდება გმირებს!


დიდება ერისთვის შეწირულ ვაჟკაცებს,
ვინც თავი გადადო, ვინც სისხლი დაღვარა;
ვინც უთანასწორო ბრძოლაში არ გატყდა;
ვინც ქვეყნის ღირსება ბოლომდე ატარა!

დიდება წამებულ გმირს - ანწუხელიძეს,
რომელმაც სიკვდილი არჩია შერცხვენას!
მარადის ხსენება შინდისის დიდ გმირებს!
მარად საქართველო მათ სულზე იფიქრებს...

თავისუფლებისთვის მებრძოლთა სულშია
ღირსება, სიქველე, მტრის არგახარება;
ერისთვის სიცოცხლე, ერისთვის სიკვდილი;
თავისი მძიმე ჯვრის გმირული ტარება...
კომენტარები (0)