ოცნების იქით
მეტი გზა არ მაქვს, წინ მაქვს ოცნება, მრავალი ცნება და განსაცდელი. ვიცი, სიკვდილი მეც რომ მომწვდება, ვიცი და მაინც სხვა რამეს ველი. ისევ გავდივარ ოცნების იქით და უიმედოდ ვეძებ სხვა სივრცეს. თქვენ, მეგობრებო, არავინ იცით, სხვა პლანეტები როგორ მაფიქრებს. უსასრულოში ვუყურებ სასრულს და კვლავ მგონია, არ დავმთავრდები. მე გადავხედე ბინდიან წარსულს და დავინახე, რომ გარდავხდები. მშვენიერს ვეძებ და სულ ვარ სხვაგან. აქ ნათდებიან მღვრიე ფიქრები. მე ისევ ვეტრფი შორეულ საგანს და კვლავ არ ვიცი, თუ რა ვიქნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი