გასული
აზრში წამში მოგონებებს წაშლი, დაინახავ სიღრმეს, სივრცეში გადაშლილს. ქარში - მარში. ხელებს გაშლი ხალხში; გაუგონარს შეუბერავ, გაფრინდები ცაში. აღარ გინდა ტაში, გადაეშვი ზღვაში. შენი სული გაფრინდება და ფრთებს გაშლის ცაში. გაზაფხულდა. არ წვიმს. და ამ მზიან დარში გახსენდება ის დრო, რომ ბრუნავდი ქარში.