ლუდი, კონიაკი, ფიქრი და ყავა


ლუდი, კონიაკი, ფიქრი და ყავა...
ცხოვრება არც ისე უაზროდ გავა.
ვივიწყებ ძველს და ვიგონებ ახალს. 
თვალი მძიმდება - უყურებს ამ ხალხს.

ყველგან იგრძნობა მზაკვრობის გემო.
წყნარად იცურე, შენ, ჩემო გემო..
ოკეანეა აქაც და იქაც.
ამ სამყაროშიც ვარ და მის მიღმაც.

სიტყვები არ მყოფნის, გზა არის დიდი.
აქ არის სუნთქვა - სრულიად მშვიდი.
ცხოვრება არც ისე უაზროდ გავა.
ლუდი, კონიაკი, ფიქრი და ყავა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი