მორევი


ეს წამი წამიღებს მორევში.
გრძნობები დამძიმდნენ, ძნელია...
აქ არაფერია ნუგეში,
აქ ყველაფერი ბნელია.

კაცმა სხვა რა უნდა იღონოს,
თუ არა სიფხიზლე სრულიად?
არ ვიცი, რით უნდა ვიმონო
ეს ჩემი სხეული. კრულია...

ყველაფერს წაიღებს ის წამი,
ჟამთა სვლა მოივლის როდესაც.
და ჩემი სიზმარი იმ ღამით...
და შენი სიცივე ოდესღაც...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი