დაკარგული საუნჯე


არსად ისეთი არ არის ქარი,
როგორც აქ იცის.
აღარ ვიქნები მე შენი ქმარი,
აღარ დაგიცდი.

მიდიან დრონი, ბობოქარნი
მიაქვთ გრძნობები.
აქვე არიან მეგობარნი,
გასაცნობები. 

არსად ისეთი მშვენიერი
არ არის ქალი, 
როგორც ღიმილში, ბედნიერში
და ვნებით მთვრალში.

წავიდა სხვაგან. ქალი გახდა,
როგორც საუნჯე.
შეუცნობ საგანს ბინდი დასწვდა,
ვეღარ გავუძელ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი