ნეტარი ღამე


სული წაუღიათ უცხო მიდამოებს,
მე არ მქვია სადმე მყოფი. ეს მერცხლები
ისევ დაფრინავენ. ფრთები მინდა, მქონდეს;
შენ კი ამ ღამეში სიზმრად შემეხები.

ისევ ვისეირნებთ ცისფერ ქუჩებში და
შენზე მრავალ ამბავს ჩემ გულს დავახვედრებ.
ჩემზე მოგიყვები, წუხელ თუ რა მჭირდა;
შემდეგ შენი მკერდის სითბო დამასვენებს.

ნეტარ სიზმარიდან გავალ. ღვიძილია.
ისევ ნატვრა ჩნდება, გრძნობის მომლოდინე.
როდის დაღამდება - სული მიხდილია.
როდის დაბნელდება - ამ შუქს ვეღარ ვუძლებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი