მარტი - მარტო
მარტი მარტო არის და თოვს. გიყვარს, იცი, მაგრამ - რატომ. უცხო განცდა - გაწვიმს, გათოვს. ჩემო მარტო, მეც ვარ მარტო. სიყვარული - კვდება წამი. უცხო სევდა მიპყრობს ღამით. შენც აქ იყო, ვგრძნობდე ლამის. ღამე იყო და მეც - ამით. ჩემო მარტო, მეც ვარ მარტო. უცხო განცდა გვაწვიმს, გვათოვს. მიყვარს, ვიცი, მაგრამ რატომ? მარტი მარტო არის და თოვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი