კვლავ ჩვენზე


სიტყვები ბევრ რამეს მალავენ,
სიყვარულს არ უნდა ფიცი.
იმ ბილიკს გავყურებ, სადაც შენ
ჩემი გზა უთუოდ იცი.

მე - შენი სიზმრების სტუმარი;
შენ - ჩემი ოცნების საუნჯე.
ბილიკის ნაპირას დუმს ქარი.
მამუნჯებ.

აღარ სურს ეს ფიქრი სიყვარულს,
რასაც შენ მუდმივად განიცდი.
მე ვხედავ ამ გზაზე სიარულს:
შენ მიმზერ, ფიქრობ და თან მიცდი.

აღარ სურთ სიტყვები ამ ქარებს,
სიყვარულს რად უნდა ფიცი..
ერთი რამ მუდმივად მაწამებს -
ჩემი გზა უთუოდ იცი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი