Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_1c03na3cn2mj1hl7gtn936fe51, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ლიზა - ცოტნე არჩვაძე | პოეზია

ლიზა


სხვა სამყაროში ვისეირნებ მე შენთან, ლიზა,
სხვა სამყაროში.
და შენ იქნები იდუმალი ღიმილი სიტყვის,
არა - და ვინჩის.
რა უსასრულო არის სიღრმე შენი თვალების! 
მე შენი სულის უფსკრულისკენ მივექანები,
რადგან მიყვარხარ, ჩემო ლიზა, ღიმილო ღმერთის,
არა - და ვინჩის.

შენ ხარ ნიმუში ჭეშმარიტი, თვით ლეონარდო
ვერ დახატავდა ისეთ შედევრს, როგორიც შენ ხარ.
ღმერთს ვესტუმრები, ვკითხავ შენზე, თუ როგორ გნახო,
ის გამიღიმებს, შენ გიხილავ და ვიტყვი: ,,შენ ხარ!"

ეს სიყვარული იქნებოდა ჩემი სიცოცხლე,
ამ სიყვარულში ინათებდა შენი არსება.
იქ, სადაც მუდამ იარსებებს ჩვენი სავსება,
სხვა სამყაროში ვისეირნებ მე შენთან, ლიზა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი