კართან


ერთი ნაცნობი წამი
წამიღებს ხოლმე სხვაგან.
სიზმარი ბნელი ღამის
და ღამე ღამისაგან.

სიშორე ჩუმი ქარის
და სიახლოვე ზღვართან.
კვლავ ნიჰილიზმი არის
კართან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი