Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_71o5dekg5vc6ueuu3f740kb2cr, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ხელოვნების შუქზე - ცოტნე არჩვაძე | პოეზია

ხელოვნების შუქზე


ხელოვნების შუქზე
წაგიკითხო, მინდა.
მიხმობს ლექსი შენზე - 
პოეზია წმინდა.

სიყვარულის ველზე
მე მოგიძღვნი სონეტს.
სიხარულის მზეზე
შენ დაიჭერ მომენტს.

ისმის ჩუმი ქარი
და მუსიკის წვიმა.
საოცნებო არის
ახლა შენი ხილვა.

ოდეს წამი მოწყდა
და შენ დაჩნდი ველზე,
ხელოვნებას ჰქონდა
სიყვარული მზეზე.

ხელოვნების შუქზე - 
პოეზია წმინდა.
მიხმობს ლექსი შენზე.
წაგიკითხო, მინდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი