თვითმკვლელობის სიახლოვე
თვითმკვლელობა არასოდეს ყოფილა იმაზე ახლოს, როგორც მომენტში, როცა არ გინდა, ცხოვრებამ ხელი გახლოს; როცა იმდენად გძულს ეს მტარვალი ხელი, რომ მასზე ფიქრის ატანაც არ გაქვს; როცა სინამდვილის დანახვა არ გსურს მასში და შენსას ხედავ, რითაც შენი ხედვა ღმერთისას ჰგავს. შენ არ ხარ სხვაგან სივრცეში, მაგრამ ხარ სხვაგან. შენ არ ხარ სხვაგან დროში, მაგრამ ხარ სხვაგან. და შენ ხედავ სიკვდილს, როგორც სიცოცხლის საგანს. რადგან სიკვდილს აქვს მწუხარება შენში იმდენად ფესვგადგმული, ვითარება სწრაფად მძიმდება. ფიქრდება კაცი, მომავალში თუ რა იქნება. ღონდება სული და არ უნდა ეს დაფიქრება. და ამ მომენტში გძულს და არ გსურს, რომ ხელი გახლოს. და თვითმკვლელობა არ ყოფილა ამდენად ახლოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი