ჩემი ლექსი


ჩემი ლექსი არის სევდით მძიმე.
მას ეკუთვნის მოგონება ჩემი.
ლექსში არის წერტილი და მძიმე
და ამ ზღვაში გაბზარული გემი.

მე ახლა ვარ ოკეანე თვითონ
და ამ ლექსებს ტალღებივით ვფეთქავ.
არ იქნება, რომ მე დამივიწყონ:
ჩემი ლექსი მარადიულს ესავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი