შვება


მე ვეძებ შვებას.
სული ისევ ძლიერ ხმაურობს.
გალაკტიონში არ შრება სისხლი.
როცა სიცოცხლე სიკვდილს გზას უთმობს,
მე ვეძებ შვებას

პოეზიაში.
სულია სხვაგან გადასული
და კვდება გული პროცესიაში.
და მე შენ გეძებ.
და მე შენ გიხმობ.
და შენი მტკივა მე, გალაკტიონ!

არ არის შვება პროცესიაში.
კვდება სიცოცხლე.
შენთან მოვდივარ, პოეზიაში;
მინდა, გიცნობდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი