ჰიმნი სიყვარულს
შენგან მოდის მზე და ზღვა. მოდის, მოდის, მოედინება სიყვარული, რომელიც შენით იწყება და შენში სრულდება. შენ ხარ ჩემი სხვა, რომელშიც მე ჩემ თავს ვპოულობ. შენ არ გაქვს საკმარისი განსაზღვრება, რომ მასში მოთავსდე. შენ განუსაზღვრელი ჰორიზონტი ხარ ჩემი თვალისთვის. მე შენ მიყვარხარ ყველა წამისთვის, რაც მომანიჭე. არ არსებობს სიტყვა, შენ რომ გამოგხატავდეს. შენ ხარ სინათლე, რომელიც ჩემი სულის ბნელ კუნჭულებს ეფინება. შენი ნახვა ჩემთვის გაღიმებულ მზეს ნიშნავს. როცა შენი კამკამა ხმა მესმის, ჩემში სიყვარულის სხივი სიბნელეს აქრობს. მე შენი მშვენიერება მათრობს. მე შენ მიყვარხარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი