სიკვდილის ქრონიკა
ჩამასე მახვილი გულში! ჩემი სულის დანერვულ ზედაპირს ჟანგიანი ჟეშტი გაუსვი და საზარელი ჰქმენი ხმაური. გულის ყოველი ძარღვი გაწყვიტე და სისხლიანი ხელები ახე ყველაფერს სულში. დამიგე მახე და ჩემი სახე შენ გადაჩეხე გადაკარგულში. აქ ისევ შენი ეკლიანი მზერა მაგიჟებს, თვალებს მიკოცნის და ეს კოცნა სისხლში ითხვრება. მე გული მიმდის და გონება ბინდში ეხვევა. სისხლი მეხვევა. მე ეს კოცნა ჭკუიდან შემშლის. და მე გავრბივარ. აღარ მესმის ხმაური ჟეშტის. არის ტყუილი და ყვირილი, რომ: ,,აღარ მინდა!" სიცოცხლეს ჩემთან აქვს ძალადობრივი სექსი. მთელი ჩემი უბედურება არის ეს ლექსი. და ამ ლექსს, რომელიც აღწერს ტრაგიკულ სექსს, მე ვუწოდებ სიკვდილის ქრონიკას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი