ფსიქოთერაპიული ლოგინი


დადიხარ მარტო. მიდის გზა არსად.
ყველას თავისი ხვედრი აქვს. ლოდინი.
ფიქრი ხარ. იქცევი ფორმად და არსად.
ფსიქოთერაპიული ლოგინი.

დუმილი. ივიწყებ წარსულის წამებს.
აქ იწყებ სხეულის საზარელ რხევას.
შენ შენ თავს უგვანო მყოფობას სწამებ.
არ ისმენ რჩევას.

გზა არის ვიწრო. ის შენ ვერ გიტევს.
ხმაური იწევს.

სიცარიელე. მზერა. არჩევა.
ერთია ყველა. მე გიოცნებე.
წყალი აიმღვრა. მიმძიმს გარჩევა.
დრომ გაიქროლა. არ დარჩა თებე.

გადარჩა მხოლოდ წმინდა სახელი.
შენი თვალები ახლა არის ცა.
სადღაც ფიქრებში ჩნდება რახელი.
ზეცა დაიქცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი