სხვა ცა


მე ვდგავარ ცის ქვეშ;
ცა არის დიდი.
შენ სიბრძნეს იხვეჭ;
ცხოვრება მიდის.

ეს ცაა დიდი;
აქ გზა არ მოჩანს.
შენ ხარ აპრილი;
გრძნობა - გამოცდა.

ფიქრი სიკვდილზე;
თრთოლვა და მოცდა.
ამ ცის ვიცი მზე;
სხვა ცა გამოჩნდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი