მე მინდა, ჩემთან მოხვიდე ახლა


მე მინდა, ჩემთან მოხვიდე ახლა,
მაგრამ შენ არ ხარ, არც კი არსებობ.
ვიწროა გზა და ძნელია გავლა
და ანგელოზი მე არ მფარველობს.

უმზერენ ჩრდილებს ჩემი თვალები
და სინამდვილე ქვეყნად არსად ჩანს.
ღმერთო, შემინდე ჩემი ვალები!
ჩემი სიცოცხლე დიდხანს არ გასტანს.

ახლა წამია სიკვდილ-სიცოცხლის
და არ მსურს, შენზე ვდებდე იმედებს.
დაიკარგა და უგზოდ მიმოდის,
ის, რაც მე ვარ და რასაც მიმეტებს 

სამყარო, წყვდიადს ჩამოკიდული.
რად იქცა ერთ დროს სუფთა ეს სული...
შენ, ანგელოზო, ფრთები გაშალე!
არ ჩანს სინათლე. რად დაიღალე...

აქ შენ არ ხარ და არც კი არსებობ,
მაგრამ მე მინდა, ჩემთან მოხვიდე.
მე შენი ფრთები რად არ მფარველობს?
რატომ არ გინდა, შენთან მოვიდე?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი