ამაოება ამაოთა


წამს წარმავალი თავისივე შეცვლის მსგავსება;
მდინარებს მარად ამაო წყლის ცივი დინება.
მყიფეა რწმენა, რომ იქნება ქვეყნის სავსება;
და ჰაერს ალპობს საკუთარი დედის გინება.

ბოროტი ქვეყნად არის მეფე და ეცინება,
სოლომონი ხომ მასზე წერდა, სიბრძნეს ამბობდა.
ისკარიოტლურ გულში ბუდობს გაცემის ნება.
იცნო პოეტმა და სიცრუის კლდიდან დაგორდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი