წყევლა


ისე მოვედი, არავინ მკითხა,
მსურდა თუ არა, მოვსულიყავი.
ამ სამყაროში ბატონობს სიძვა,
ეშმაკს მოუჩანს ღორსული ტყავი.

აქ ინცესტების ორგია ყვავის
და სატანა ტყნავს ირგვლივ ყველაფერს.
ყვავი, ფსიქიკის დამშლელი, ჩხავის,
და ნაცრისფერი დაკრავს ყველა ფერს.

აქ მეფე არის ყველაზე მონა
და სამართალი არის მონობა.
სიკეთე იყო, ყველას ეგონა,
მაგრამ აღმოჩნდა ეგეც ბოზობა.

მარტო მივდივარ: ,,ოჰ, გიჟს წაჰგავხარ!" -
ირგვლივ დუმს ყველა, თანაც ბნელია.
ღმერთი არ მახსოვს, სიძვით ავად ვარ,
ეს მოწამლული სისხლიც ნელია.

უეცრად შემხვდა ქალი მშვენება,
მე ის მეგონა ჩემი ოცნება;
მაგრამ სატანას სულ სხვა ენება.
აქ სიყვარული მალე მორჩება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი