ზიკა
მარტო დარჩენილს ნისლიან ველზე, შენ გაგონდება შორი ზამთრები. თუმცა არ გინდა, ფიქრობდე ძველზე, შენთან არიან, როგორც აფთრები, წარსულის მძიმე სენტენციები. და შენ გწყურია ახლა მუსიკა. სადღაც წახვედი და მეფიქრები; ნეტავ რას ფიქრობ შენ ახლა, ზიკა.. სიყვარულს, მოცარტს, სინანულს, შექსპირს შენ ხედავ ზღვაში, რომელიც არ ჩანს. გულის სიღრმეში ძლიერ დასეტყვილს, პოულობ იას და მის ტურფა ტანს. აქ ნატვრის წამი დიდხანს არ გასტანს, რადგან დადგება წამი სიფხიზლის. შენს ტკბილ მუსიკას ყრუ ხმა გაფანტავს, მაგრამ შენ მოხვალ. როდის, ვინ იცის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი