იდუმალი ღიმილი
შენს დატოვებულ მოგონების წამს მე ძველებურად ვეალერსები. ტრფობის ღვთაება ისევ ისე მწამს, როგორც მჯეროდა შენი თვალების გასაოცარი იდუმალების. და შენ ახლა ხარ ჩემგან ასე შორს... დიდხანს გაგრძელდა დრო მდუმარების; და ახლა ლექსი უყურებს იმ ორს, რომელსაც ჩვენი ,,ჩვენ" ჰქვია მხოლოდ. და წამმა შენი თვალები იგრძნო. და იდუმალი შენი ღიმილი მშვენიერებად გულმა შეიცნო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი